ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი.
„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.