ლაითურში საცხოვრებელი სახლი იწვის

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, ამ წუთებში ლაითურის მეექვსე რაიონში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე იმყოფება სახანძრო ბრიგადები. როგორ ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ გვითხრა- ცეცხლი პირველ სართულს გაუჩნდა და სახსნძრო მანამ მივიდა, სანამ მთელს სახლს მოედებოდა. დაშავებულები არ არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share