იტალიაში სახლებს უცხოელები 1 ევროდ ყიდულობენ

იტალიაში ცხოვრების მსურველებს სიცილიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი საშუალებას აძლევს, მათ რეგიონში სახლი 1 ევროდ შეიძინონ და დასახლდნენ. 2019 წლის დასაწყისში, პატარა სოცილიურ ქალაქ სამბუკაში წარმოადგინეს ქალაქის გამოცოცხლების გეგმა, ვინაიდან პატარა დასახლებებიდან ხალხი მეგაპოლისებში მიდიოდა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა შეიძინა თითქმის ყველა მიტოვებული და დაცარიელებული სახლი, შემდეგ კი მათი სიმბოლურ ფასად, ერთ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტა.

გეგმამ გაამართლა. მსოფლიოს მაშტაბით ადამიანები ინტერესდებოდნენ ამ ადგილით. მოცეკვავეები, მუსიკოსები, არტისტები და თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი ჩადიოდნენ სამბუკაში.  სახლები, რა თქმა უნდა, არ იყო საცხოვრებლად იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ მყიდველები თითქმის უფასოდ მიღებულ სახლებს არემონტებენ.

სამბუკას მსგავსად, ქალაქი მუსომელიც ჩართული იყო და არის ამ პროექტში, სახლების უმეტესობა 1968 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდგომ იქნა დაცარიელებული და დაზიანებული. ინციდენტიდან 30-40 წლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა 20 000-მდე ჩამოვიდა. საბოლოოდ კი მიტოვებული სახლების პატრონებმა გადაწყვიტეს, ზედმეტი გადასახადებიდან თავის დასაღწევად ქონება, უბრალოდ, გაესხვისებინათ ან  მთავრობისთვის გადაეცათ. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიელებს არ ჰქონდათ ამ ქალაქში დასახლების სურვილი, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, სხვა ქვეყნებიდან მოეზიდა მაცხოვრებელი.

“ყველაფერი, რაც აქ მინახავს, საოცარი სილამაზით გამოირჩევა, ხოლო ადგილობრივი სიცილიელები ძალიან თბილები და სტუმართმოყვარეები არიან მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს. აქ ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება, საუკეთესო საკვები, ღვინო, მზე, ზღვა. იტალიელებს განსხვავებული ეშხი და ვნება გააჩნიათ ყველაფრის მიმართ,” – ამბობს მუსომელის ერთ-ერთი მოსახლე, რომელმაც სახლი 1 ევროდ შეიძინა.

რემონტი, რომელიც საცხოვრებლის დასუფთავებასა და ახალი ინვერტარის შეძენას მოიცავს, დაახლოებით, 4000 ევრო ჯდება. ასევე, დოკუმენტები და საჭირო საბუთები, რომელთა დამზადებას 400 ევრო სჭირდება. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რამაც შესაძლოა, ბევრ მყიდველს იმედები გაუცრუოს. ზოგიერთი სახლი სავალალო მდგომარეობაშია – ისეთში, რომ მათ განახლებას 20 000-დან 80 000-მდე ევრო დასჭირდეს. მთავრობა კი ამისთვის 3 წელს იძლევა.

წყარო: რუსთავი 2

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share