“როცა პლაჟზე ხარ, რუჯს იღებ, არავინ ითხოვს პირბადეს”

“ზღვაში მართლა არ არის საჭირო, როცა ახლობლებთან ერთად ხარ პლაჟზე, რუჯს იღებ, რა თქმა უნდა, არავინ მოგთხოვს პირბადით ყოფნას, მაგრამ, როცა ბულვარზე გამოხვალ, სადაც უმარავი ადამიანი სეირნობს, რა თქმა უნდა, იქ დისტანციის დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და იქ პირბადე ჯერ-ჯერობით აუცილებელია. პირბადის მოხსნა პირდაპირ დაკავშირებულია აცრილთა წილზე ქვეყანაში, რომელიც ჯერ დაბალია, ეს რა თქმა უნდა, ბმაში იქნება, 100 000-ს მოსახლეზე როგორია გავრცელება, რასაც რეგიონის მიხედვით ვითვლით”,- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: