კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყარო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სახლის პირობებში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 696 პირი.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 42 579 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 26 800, გარდაიცვალა – 342.

კარანტინის რეჟიმში 2 977 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share