მამა პეტრე ნინოწმინდაზე: თუ ეს დადასტურდა, ჩვენს ქვეყანაში სისტემას ჩამოარღვევს

რაც ნინოწმინდის გარშემო ხდება ბოლო 4 დღის მანძილზე, თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, ეს მიუტეველი შეცდომა და დანაშაულია, აბსოლუტურად ჩამოარღვევს ყველა ინსიტუციას და სისტემას ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც დამნაშავე იქნება ეკლესია, – თუ ეს ყველაფერი იცოდა და მალავდა, შესაბამისად, ხელისუფლებაც, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვარაუდის დონზე ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე და მხოლოდ ვერსიები გვაქვს. თუმცა, თუ დამტკიცდა, რომ ეს სინამდვილე იყო, ცხადია, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. პირველ რიგში ეკლესია ყველანაირ ძალადობას და უზნეობას გმობს, შესაბამისად, არც ამ საკითხის მიმართ იქნება გულგრილი, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული არის არასრულწლოვანზე ძალადობა ნებისმიერი გზით, არ არის საუბარი მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე. საზოდოება ამას ვერ შეეგუება და ვინც შეეცდება ამას ხელი გადააფაროს, ან ჩაფარხოს, ისიც დამნაშავე იქნება და ვფიქრობ, საზოგადოებას ექნება ადეკვატური რეაქცია. საბოლოოდ ჩამოეხსნას ყველა ადამიანს ნიღაბი, ვინც ამის განმხორციელები იყო და ვინც ამას ხელს აფარებდა. მეტი ღიაობაა საჭირო, რომ გავარკვიოთ რა ხდება სინამდვილეში. თუ ეს მხოლოდ ცილისწამებაა და ჭორის დონეზე განიხილავს უფლებადამცველი, მაშინ თავად მოიუწევთ ბოდიშის მოხდა

ამის შესახებ მამა პეტრ კოლხმა მეტრონომს განუცხადა და ამით  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share