ელიტური კორუფცია საქართველოში – გამოვლენილია ივანიშვილის ძმისშვილის საეჭვო გარიგებები

ელიტური კორუფცია საქართველოში – “საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველო” მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების შესახებ ვრცელ კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნეს პარტნიორების საეჭვო გარიგებები აღმოაჩინა. უფრო კონკრეტულად, საუბარია სამშენებლო ბიზნესში ივანიშვილის ნათესავის ინტერესზე.

ივანიშვილის სახელთანაა კავშირში ბიუჯეტიდან წაღებული 125 მილიონის ამბავიც. კომპანიამ ბიძინა ივანიშვილს  სახლის ასაშენებლად ჯერ მიწა მიჰყიდა შემდეგ კი ქართუს პროექტებში ჩაერთო.

კვლევაში საუბარია რეგიონის მაღალჩინოსნების საეჭვო გამდიდრებაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ხელისუფლების ინტერესია ჰესებში, გზების მშენებლობაში, მიწების მისაკუთრებასა თუ სახელმწიფო შესყიდვებში.

განსაკუთრებით საგანგაშოა სურათი საქართველოს რკინიგზაში, რომელმაც უკანონო გარიგება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას დაუდო.

საეჭვოდ გამდიდრებულთა სიაში კი ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ლევან იზორია და ოთარ ფარცხალაძე მოხვდნენ.

ცალკე თავები ეთმობა ხელისუფლების მაღალჩინოსნების არადეკლარირებულ და დამალულ ქონებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share