პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი ანა არგანაშვილი გეგმავს ხვალ მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.
ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.
დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა – წერს ის ფეისბუქზე