“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროცესის ზედმეტი დრამატიზირება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი პროცესს ხელს არ უწყობს. მისივე მტკიცებით, არ არსებობს დაწესებულება და უწყება რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს ღიად დატოვებს.
“არ არსებობს არანაირი არც დაწესებულება, არც უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს დატოვებს ღიად, ეს არის გამორიცხული. ასევე მინდა ვთქვა, რომ არამც და არამც ხელს არ უწყობს პროცესის ზედმეტი დარამატიზირება, ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც იქნება დაცული”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე განცხადებით, “ზედმეტი აჟიოტაჟი და დრამატიზება” საზოგადოებაში აჩენს მომატებულ შფოთის საფუძველს, ამიტომ ჯერ სიტუაციაში უნდა გავერკვეთ.