ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისის, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება – აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გოროგოძის ცნობით, გამოცდებში 14 ივლისიდან მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, 27 ივლისიდან კი სპეციალური მასწავლებლები.
ასევე ცნობილია, რომ 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
https://www.etaloni.ge/