TBILISI PRIDE: 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება

Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის თქმით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, გარდა ღირსების მარშისა მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები.

ღირსების მარშის სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share