ამ ზარებს ნუ უპასუხებთ! – რა უნდა იცოდეთ, თუ „ვაიბერსა“ და „ვოთსაფში“ უცხოეთიდან გაურკვეველ ზარებს იღებთ

დიდი ხანია, ქართულ მობილურებში, „ვაიბერში“, „ვოთსაფში“ უცხოეთიდან შემოსული ნომრებით ირეკება, თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა დაზუსტებით არ იცის, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გვაქვს. ასეთ დროს, ზარს არ უნდა ვუპასუხოთ და არც გადავურეკოთ.

 

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს მათ გათვლებზე, ვინც ამ თაღლითობის უკან დგას.

„აქ ორი ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე. ერთი, შესაძლოა, თანხა ჩამოგეჭრათ, ხდება დიდი რაოდენობის მომხმარებელთან გადამისამართებით დარეკვა და თანხის ჩამოჭრა.

 

მეორე, თუ გაგესაუბრათ – თაღლითური სოციალური ინჟინერიის ტიპის შეტევა განახორციელა, ანუ ერთგვარი მანიპულაციით რაღაც სცენარი შემოგთავაზათ, მომხამარებელი შეცდომაში შეიყვანა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ან მონაცემები მოიპოვა, ან დაშვება ანგარიშებზე.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: