“რესპუბლიკურ” პარტიაში განვითარებულ მოვლენებს პარტიის თავმჯდომარე, დავით ბერძენიშვილი ეხმაურება და წერს: თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი- ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ-წერს დავით ბერძენიშვილი.