მაშველები კვარიათსა და ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ერთ-ერთი 23 წლის ბიჭი, ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდიდანაა. თვითმხილველის თქმით, ის ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
“ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა, მეგობარი დაიხრჩო და მიშველეთო, დარეკეთ სასწრაფოში და სამაშველო სამსახურშიო. პანიკაში იყო. ოზურგეთიდან იყვნენ, როგორც ვიცით მეგობრები არიან და ზღვაზე ერთად მოვიდნენ. აქ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო, ნაპირზე მყოფ ახალგაზრდას ძლიერი ემოციური ფონი ფქონდა” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივე სანაპიროზე შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.
სამაშველო ოპერაციაში 30-მდე მაშველი, შვიდი მყვინთავი, ორი კატარღა და დრონებია ჩართული.