ვინ ხართ, რას ერჩით და რა დაგიშავათ ასეთი ამ ქვეყანამ?! – სოფო ხორგუანი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ადამიანის უფლებათა დამცველი სოფიო ხორგუანი, სოციალური ქსელში ეხმაურება  “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ექსპრემიერი გიორგი გახარია სააკაშვილთან ერთად გადატრიალებას გეგმავდა:
“მართლა ვერ ხვდებით, ეს რა მავნებლობაა?! ჯარს რომ დაანებოთ თავი ყველამ და პოლიციას, ერთხელ და სამუდამოდ?! მმართველი პარტიის თავმჯდომარე რას გვიანონსებს, რომ ახლა ჯარსა და პოლიციაში დაკავებებს იწყებს?  ვინ ხართ, რას ერჩით და რა დაგიშავათ ასეთი ამ ქვეყანამ?!”,-წერს ხორგუანი.
https://ptn.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share