აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიაში უშტატო თანამშრომლების და მითვისებული საწვავის რეკორდული რაოდენობა აღმოაჩინა. აუდიტის დასკვნა 2017-2018 წელს მერიაში არსებულ დარღვევებს ასახავს. დასკვნის მიხედვით, 2017 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობამ 14-ჯერ, ხოლო 2018 წელს 11-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობას. 230 ადამიანი მერიამ დროებითი სამუშაოების შესასრულებლად აიყვანა, თუმცა ისინი წელიწადზე მეტი მუშაობდნენ.
აუდიტის დასკვნა ასევე ავტოპარკსა და საწვავის ხარჯვასაც ეხება.
მერიასა და გამგეობებში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები, რის შედეგადაც 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს”, – წერია დასკვნაში.