რუსეთიდან წიწიბურის მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტი აიკრძალა

დღეიდან ძალაში შევიდა რუსეთის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან წიწიბურის მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის ინიციატივით რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. მიზეზად კი შიდა ბაზარზე წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულეულის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება დასახელდა.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის  რუსეთის წიწიბურის ყველაზე მსხვილი მყიდველი ჩინეთია. მეორე ადგილზე ლატვიაა, შემდეგ კი უკრაინა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში წიწიბურის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლებმა ინფორმაციის თავდაპირველი გავრცელებისას განაცხადეს, არსებული მარაგების გათვალისწინებით, ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტი საფრთხე არ არსებობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: