ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს “გურია ექსპრესის” გაფიცულმა თანამშრომლებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.
მშრომელებს სოლიდარობა სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებამ გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებიან, როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და აღნიშნული საქმით დაინტერესებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობისკენ წასვლას და აქციის იქ დასრულებას აპირებენ.
როგორც ცნობილი გახდა, შპს “გურია ექსპრესმა” მოლაპარაკებები შეწყვიტა. კომპანიამ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მიზნით სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ სასამართლოს მიმართავენ გაფიცულებიც.
შეგახსენებთ, რომ “გურია ექსპრესის” თანამშრომლები უკვე 33 დღეა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.