ოზურგეთში „ოცნები“-ს მხარდამჭერებმა ასაკოვანი ცოლ-ქმარი სცემეს

76 წლის ოტია ხომერიკს და მის 74 წლის მეუღლეს მზიული მჟავანაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ, იმიტომ მიაყენეს, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ

ოტია ხომერიკი ორმეთის (ოზურგეთი) საარჩევნო უბანში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო, მისი მეუღლე, მზიული მჟავანაძე კი, ამავე უბანში კომისიის წევრი.

მათ ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიაყენეს

.

როგოც ოტია და მისი მეუღლე “გურიის მოამბესთან” საუბარში იხსენებენ, ხელისუფლების მხარდამჭერებმა, საარჩევნო უბანში, მას შემდეგ რაც ხმების დათვლა დასრულდა, უცხო საგნები ესროლა, მის მეუღლეს კი ფიზიკურად შეეხნენ, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა “ოცნებიდან”, გვარად ჯოლოხავამ, ხელიც დაარტყა.

ქალბატონი მზიული ამბობს, რომ მძიმე დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან დაცემისას თავი არ დაურტყამს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისათვის საჭირო ფინანსები ოჯახს არ გააჩნია.

ბატონი ოტია აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ე.წ. “ქუჩის ბიჭები” მას მთელი საარჩევნო პროცესი უხეშად, შეურაცხყოფის ზღვარზე ექცეოდნენ.

მისი აზრით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე მათმა მაჟორიტარმა უბანში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

დაზარალებული ოჯახი დღეს მათივე საცხოვრებელ სახლში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჯავანაძემ მოინახულა:

“ვინც დააშინეს, უბანი მიატოვებინეს, ვინც ვერ დააშინეს, ცემეს, აი ეს არის ხელისუფლების ხელწერა, დათრგუნული ვარ მომხდარით, ოტია და მისი მეუღლე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოლიგარქატს და არ დათმობს საკუთარი ხმებისა და ხალხის არჩევანის მისაკუთრებას ამ ავანტიურისტების მიერ” – გვითხრა მჟავანაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share