თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა- ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა.
განცხადება PHR-მა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, ეს ნიშნავს – “დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან” – თქვა ანა აბაშიძემ.
უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლე ივანე ღლონტმა გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და დაინახა საფრთხე, რომელიც შესაძლოა გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქროს.
ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.