როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც პირბადეს არ ატარებენ, ან არასწორად ატარებენ:
„სამწუხაროდ, მოგვიწევს პირბადის ტარება, სანამ არ ავიცრებით მოსახლეობის სულ მცირე 30-40%. როდესაც ქუჩაში დავდიოდი ვუყურებდი, რომ სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პირდბადეს არ ატარებენ, ან არასწორად ატარებენ. რეგიონული მედია უნდა მოგვეხმაროს, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, თბილა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს.
ამიტომ, პირბადე ვატაროთ, სანამ არ ავიცრებით საკმაო რაოდენობის ადამიანები, სანამ კუმულაციური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება“, – აღნიშნავს გამყრელიძე.