არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ დროებით განჩინებას აქვეყნებს.
PHR ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გამოყვანა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის იურისტის, ანა არგანაშვილის განმარტებით, მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და შესაბამისად, განჩინება შშმ ბავშვების გამოყვანას ეხება.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სპეციალური მოსარჩელის სტატუსი გააჩნია მხოლოდ შშმ პირთა დაცვის კუთხით და შესაბამისად გადაწყვეტილებაც ამ მოცემულობას ეყრდნობა.
ორგანიზაციამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან აღსაზრდელების დაუყოვნებლივი გაყვანა 4 ივნისს მოითხოვა.