უპრეცედენტო რამ მოხდა ჩვენს თვალწინ.წლებია შსს-ს და სხვა სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ბავშვები იყვნენ მსხვერპლები სხვადასხვა სახის არაჰუმანური მოპყრობის. იქედან გამომდინარე, რომ ამ ბავშვთა პანსიონის უკან იდგა საპატრიარქო სახელმწიფო(თუ ამას სახელმწიფო ქვია) რომ არ გაებრაზებინა საპატრიარქო დუმდა.თვალს ხუჭავდა უმძიმეს დანაშაულზე, რადგან საარჩევნოდ იცის ეკლესიის “ფასი” და რომ არა სახალხო დამცველი, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია, ეს ბავშვები კიდევ რამდენი ხანი იქნებოდნენ ამ დღეში არავინ იცის. ფსკერზე კი არა,ოზონი გავხვრიტეთ უკვე – წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა, რომელიც აღნიშნული პოსტით სასამართლოს განჩინებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ყველა ბავშვის გამოყვანას ეხმაურება.