მშობლების მოთხოვნით, ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილით 5 ბავშვი გაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილით 5 ბავშვი გაიყვანეს
დღეს, 10:08

98

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილით 5 ბავშვი გაიყვანეს. მათ თავშესაფარი მშობლების მოთხოვნით დატოვეს.

როგორც საპატრიარქოს კომისიის წევრი ამბობს, ერთი ბავშვის გაყვანის შესახებ ხელმძღვანელობას მანამდე მიმართეს, ვიდრე პანსიონატის ირგვლივ ეს ხმაურიანი პროცესები დაიწყებოდა, ხოლო დანარჩრნი ოთხის გაყვანის გამო, ამ პროცესების შემდეგ. თუმცა საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ ამ პერიოდში, როდესაც არდადეგები იწყება, ბავშვების პანსიონატიდან გაყვანის მოთხოვნა ადრეც ხდებოდა ხოლმე.

აქვე დავაზუსტებთ, რომ არდადეგები მხოლოდ 15 ივნისიდან იწყება და რამდენად უკავშირდება რეალურად დღეს ბავშვების გაყვანა მხოლოდ არდადეგების პერიოდს და არა შექმნილ ვითარებას, პანსიონატის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ.

დღეს აღნიშნული 5 ბავშვის გაყვანის პროცესს კი, საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი და სოციალური მუშაკი ადევდებდნენ თვალყურს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share