“არჩევნებს აგებენ და ივანიშვილი გამოაგორეს”

“ქართული ოცნება კვლავ შიდა ინტრიგებითაა დაკავებული. აშკარაა, რომ გახარია აზის ქართული ოცნების ელექტორალურ ხმებს და მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, რაც ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის 43%-ის მიღწევას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოაგორეს ახლა და აკეთებინებენ იმ განცხადებას, რომელიც ქართული ოცნების ელექტორატის მობილიზებას შეეცდება.

თუმცა პროცესები იმდენად ღრმად არის ჩიხში შესული, დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში ეს განცხადებაც ვერ უშველის, ქართული ოცნება ამ არჩევნებს აგებს, 43%-ს ვერ მიაღწევს, რაც ვადამდელი არჩევნების წინა პირობა იქნება” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share