“სჯობს ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს” – დავით უსუფაშვილი

“სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის, თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს და რას არ უწოდებს,” – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.ვ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share