აქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის გუშინ, საღამოს, თვითიზოლაციაში გადავიდა. გუშინწინ, 31 ოქტომბერს კი, გიორგი გახარია არჩევნებზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, თვითიზოლაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადადიოდა თვითიზოლაციაში უპასუხა: “თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?”