ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობაზე საუბრისას, განაცხადა:
„მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რეგიონული მიდგომა იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილი, მაგრამ მცირე ქვეყანაა. ტურისტების ქცევა ცოტათი შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა, აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს და გვინდა უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ვიმსჯელებთ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ – საღამოს 11 საათამდე დავწიეთ შეზღუდვის დაწყება, დილით 4 საათამდე ჩამოვწიეთ.