პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” ამბობს:
“სამი მოკლე დასკვნის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება იმას, რომ გახარია მისი პროექტი არ არის, ამას ვიზიარებ, ეს მართლა მისთვის დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით პათეტიკას, პირდაპირ გეტყვით, ცინიზმია. რაც შეეხება იმას, რომ მან პოლიტიკა დატოვა, ეს ტყუილია.
ანუ მოკლედ რომ შევაფასოთ: გახარია მისი პროექტი რომ არ არის, ეს სიმართლეა. ის რომ პოლიტიკაში აღარ არის ტყუილია და ის რომ კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, ეს ცინიზმია. ესაა მოკლე რეზიუმე.
რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა… კანონის აღსრულების ტაქტიკა როგორი იქნებოდა ეს წმინდა ტაქტიკური საკითხი იყო. ერთი წარმოუდგენელი ფორმა იყო, რაც ხელისუფლებამ გამოიყენა, ეს ფორმა უალტერნატივო არ იყო. შეეძლოთ ჩაებარებინათ მელიასთვის შესაბამისი უწყება, მთელმა მსოფლიომ გააკრიტიკა ამ ფორმის გამო.
მართალი, ტყუილი და ცინიზმი ესაა ამ წერილში, მეტი არაფერი არ არის“.