პლანეტის უხუცესი შიმპანზე, რომელიც სან-ფრანცისკოს ზოოპარკში ცხოვრობდა, 63 წლის ასაკში მოკვდა.
კობი ზოოპარკის ბინადარი 1960-იანი წლებიდან გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია პრიმატის სიკვდილი, თუმცა არაოფიციალურად სიკვდილის მიზეზად ასაკი დასახელდა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ცნობით, შიმპანზეები გადაშენების პირას მყოფი ცხოველია. მათზე ნადირობისა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების გამო აფრიკაში შიმპანზეების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ველურ ბუნებაში მცხოვრები შიმპანზეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 33 წელია, ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ კი ეს ზღვარი 50-დან 60-ც წლამდე იზრდება.