დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. ამ ეტაპზე, საყურადღებო მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: მამათსა და სუფსაში გამოიკვეთა, სადაც დღეიდან მასობრივი ტესტირება დაიწყება. საერთო ჯამში, გურიის რეგიონში, ამ დროისთვის, ინფიცირებულია 8107 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7847, აქტიური შემთხვევა – 141, გარდაიცვალა 119 პაციენტი.vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvv