ბირთვული იარაღის აკრძალვის მომხრე საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAN) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მსოფლიო წამყვანმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა 1,4 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯეს 2020 წელს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩაფლული.
2020 წელს შვიდმა სახელმწიფომ ჯამში 72,6 მილიარდი დოლარი დახარჯა ბირთვული შეიარაღებაზე, რაც 1,9%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით, – ნათქვაამია საერთაშორისო ორგანიზაცია ICAN-ის ანგარიშში.
„იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები გადატვირთული იყო პაციენტებით, ექიმები და მედდები ზეგანაკვეთურად შრომობდნენ, ხოლო ძირითად სამედიცინო აღჭურვილობაზე დეფიციტი იყო, 9 ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ მათ 72 მილიარდ დოლარზე მეტი მოეპოვებათ მასობრივი განადგურების იარაღისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით: „თანაგრძნობა: 2020 წლის გლობალური ბირთვული დანახარჯი“.
უფრო დეტალურად, 2020 წელს აშშ-მა 37,4 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის ბირთვული არსენალზე, რაც გლობალური დანახარჯის ნახევარზე მეტია.
ითვლება, რომ ჩინეთმა ბირთვულ პროგრამებზე დახარჯა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, რუსეთმა – 8 მილიარდი.
ამ სამეულთან ერთად, ICAN-ის მონაცემებით, დანარჩენი ბირთვული სახელმწიფოები, რომელთა რიგს განეკუთვნება ასევე დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა – ბირთვულ შეიარაღებაზე ყოველ წუთში 137 000 დოლარს ხარჯავენ.
https://www.radiotavisupleba.ge