პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ გამოჩნდა, გიორგი გახარია პოლიტიკოსი არ არის. პოლიტოლოგს ამას აფიქრებინებს გახარიას პასუხი ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებზე, როდესაც მას ივანიშვილმა ქვეყნის მოღალატე უწოდა, ხოლო გახარიამ ისევ ის გაიმეორა, რომ ის პოლიტიკაში არავის წინააღმდეგ არ არის.
_ იმის თქმა გინდათ, რომ პოლიტიკური გამოცდილება აკლია გახარიას?
_ არა, გამოცდილება კი არ აკლია, პოლიტიკოსი არ არის. საერთოდ პოლიტიკოსი არ გვყავს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ პოლიტიკოსს ქართულ პოლიტიკაში.
_ როგორ? ოპოზიციაში პოლიტიკოსები არ არიან? გიგა ბოკერია ან გიგი უგულავა პოლიტიკოსები არ არიან?
_ არცერთი პოლიტიკოსი არ არის, ეგენი არიან ოპოზიციონერები. პოლიტიკოსი სულ სხვაა.
_ არც სააკაშვილი?
_ მიშა არის, კი. შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი.
_ არც ბურჯანაძე არ არის?
_ შესაძლოა ბურჯანაძე უფრო იყოს პოლიტიკოსი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და რაც მთავარია განათლება აქვს. მე განათლებით ვგულისხმობ. სხვებს განათლება არ აქვთ.
_ როგორ, გიგა ბოკერიას განათლება არ აქვს?
_ სპეციალურ განათლებას ვგულისხმობ. ნაკითხი რომაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპეციალური განათლება აქვს.
https://ipress.ge/