ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტაა საჭირო.
“მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად.
საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა.
31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. დემოკრატიების ალიანსის ფონდმა იმუშავა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან რომ დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც არ მისცემდა მავნე ძალებს ნოყიერ ნიადაგს ჩარევისათვის. თუმცა, ეს სიმშვიდისთვის არ კმარა. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მე კი, განვაგრძობ ხმა ავიმაღლო საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდასაჭერად”, — დაწერა რასმუსენმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
მსგავსი სტატიები
- 60
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 57
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 45
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 45
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…