“ვისაუბრე ლაფონთან საფრანგეთში ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენის საკითხზე”

კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლების და კომუნიკაციის კომიტეტის თავჯდომარეს ლორან ლაფონს შეხვდა.

შეხვედრაზე კულტურის სექტორში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ ასევე  საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საფრანგეთში მისი უკეთ წარმოჩენის საკითხებზე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share