ლევან ვასაძე ისევ იმუქრება და ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებს.
დღევანდელ აქციაზე, სადაც სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვდნენ, ვასაძემ “ქვეყნის ტრადიციების შეურაცხმყოფელი” ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების დასჯა მოითხოვა:
ჩვენ მოვითხოვთ გადადგეს ნინო ლომჯარია. ჩვენ მოვითხოვთ, ის სახალხო დამცველი, რომელიც დაინიშნება მის ადგილზე, ასახავდეს პატივისცემას, თავდახრას და პატივისცემას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ – ამბობს ვასაძე.