საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი 3 ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ვაქცინას გადავცემთ — აშშ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყნაა, რომელსაც აშშ Covid-19-ის ვაქცინას გადასცემს.

“რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს”, — აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. საელჩოს განცხადებით, მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს.

https://on.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: