გახარიას „ღალატი“ და „ხელისუფლების აყირავების“ გეგმა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ ღალატში ადანაშაულებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად “სახელმწიფო გადატრიალების”  სცენარის თანამონაწილედაც განიხილავს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გახმაურებულ ბრალდებებს 7 ივნისს შეუერთდა პოლიტიკური სცენიდან გასული ბიძინა ივანიშვილი, თავისი მორიგი ღია წერილით და აღიარა, რომ გახარიას „ღალატმა“ გააოცა კიდეც.
  • კონკრეტულად რაში ადანაშაულებს „ქართული ოცნება“ თავის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას?
  • რა რეაგირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მძიმე ბრალდებებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ?
  • რატომ არის სახიფათო სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი საგამოძიებო მოქმედებებისა და დამნაშავეების გამოვლენის გარეშე?

რატომ გამოჩნდა ივანიშვილი

პოლიტიკური სცენიდან გასვლისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხისთვის“ 12 იანვარს მიცემულ თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამუდამოდ გაუშვა ხელი; ის აღარ იქნებოდა ამ პარტიის არც მხარდამჭერი, არც მრჩეველი და და აღარც მაკონტროლებელი.

7 ივნისს კი, ივანიშვილმა, თავის მორიგ ღია წერილში – „ქართულ ოცნებას“ ისევ შეაწია სიტყვა, შეაქო და თქვა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევას მოღალატე ექსპრემიერის – გიორგი გახარიას პარტია („საქართველოსთვის“) ცდილობს.

https://www.radiotavisupleba.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share