როგორ შეიქმნა შამპანური-ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო
1777 წელს , პარიზის მახლობლად შამპანის რეგიონში დაიბადა ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, ვინაიდან რომ არა ის ,არ იქნებოდა სიმდიდრის, ზეიმის, ფუფუნების, სინონიმი, საკულტო სასმელი- შამპანური. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი , პატარა ტანის, არაფრით გამორჩეული ქალი. მისი ქმარი 30 წლის ასაკში ტიფით გარდაიცვალა. 28 წლის ქვრივმა ქალმა, გვარად კლიკო (ქალიშვილობაში ბარბ ნიკოლ პონსარდენი), ქმრისგან მემკვიდრეობით საშუალო დონის მეღვინეობა მიიღო და წარმოუდგენელ მწვერვალებამდე აიყვანა. ეპოქაში, რომელშიც ქალისათვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი საქმიანობა, მან გაბედა და კომპანიის მართვა თავის თავზე აიღო. ის ითავსებდა მეღვინის, მმართველის, მარკეტოლოგის როლს. და ყველაფერ ამას, თავს საუკეთესოდ ართმევდა. ის ისტორიაში შევიდა როგორც ქალი რომელმაც :
1810 წელს პირველად ჩამოასხა ოფიციალურად დარეგისტრირებული სამარკო შამპანური;
1818 წელს შექმნა პირველი ვარდისფერი შამპანური;
პირველად გაიტანა ქვეყნის გარეთ და გააცნო მსოფლიოს ფარნგული შამპანური;
შექმნა შამპანურის კრისტალურ გამჭვირვალობამდე გაწმენდის მეთოდი, რომლითაც დღემდე სარგებლობს მსოფლიოს ყველა მეღვინე;
შეიმუშავა რემუაჟის სისტემა ((«rem-moo-ahj»), მეთოდი, რომელიც წმენდს სითხეს საფუარის ნაწილაკებისგან; იმ დროისათვის ღვინოები შებურული გამოდიოდა. მან მოიფიქრა მეთოდი, ამოჭრა სამზარეულოს მაგიდა და გადაწყვიტა ბოთლები თავდაყირა ჩაეწყო, რათა ნალექი ბოთლის ყელთან მოგროვილიყო. სულ რაღაც 6 კვირაში შედეგიც დადგა.
გამოიგონა შამპანურის საცობის შემაკავებელი მავთული – სითხე ბოთლში წნევის ქვეშ ამყოფა, რომელიც ავტომობილის საბურავის წნევას 3-ჯერ აღემატება.
ქალმა თავისი შესანიშნავი პროდუქციით მიწისქვეშეთის 18 კილომეტრი შეავსო, რომელიც ქალაქისგან გამოისყიდა და ღვინის მარნად აქცია.
დატოვა უნიკალური ჩანაწერები, რეცეპტების წიგნი, რომლითაც მომდევნო თაობებმა იხელმძღვანელეს.
კლიკომ 88 წელი იცოცხლა. ძალიან მკაცრი, პუნქტუალური და ორგანიზებული- ასეთი იყო მადამ კლიკო. მან მეღვინეობისადმი გულგრილი ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და თავისი აყვავებული საქმე გადასცა ადამიანს, რომელიც ბოლომდე მასთან მუშაობდა – მმართველსა და მეგობარს, ედუარდ ვერდეს, რომლის შთამომავლებმაც ბრენდის სახელი კიდევ უფრო გაამყარეს და დღესდღეობით ყველაზე ცნობილ შამპანურად აქციეს. Veuve Clicquot-ს მსოფლიოს 150 ქვეყანაში იცნობენ თავისი ყვითელი ეტიკეთით და მიირთმევენ როგორც საუკეთესო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share