“გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა – ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.
ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო – პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი.
ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც ალბათ არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში”.- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.