“ქალი, რომ ძალადობას ითმენს, ის არის სულელი”-ამ სიტყვებით რეჟისორი ქეთი დოლიძე, ნუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი ქმრის მისამართით გაჟღერებუილ ბრალდებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, როცა ქალს, იმ კაცთან შვილი გყავს, ვისაც მოძალადედ აცნობ საზოგადოებას, მეტი დაფიქრება მოეთხოვება:
‘უნდა იფიქრო შენს შვილზე, რომელიც მეორე დღეს სკოლაში წავა, თუ რა მდგომარეობაში იქნება ის.
ძალადობას არ ვამართლებს, პირიქით, ეს არის საშინელი რამ რაც არც ერთმა ქალმა არ უნდა მოითმინოს, არც ერთმა.
ძალადობის მოთმენა, ეს არის წარმოუდგენელი რამ და ასე სულელი ქალები იქცევიან. ძვირფასებო, ნუ მოითმენთ ამას, ნუ!”-განაცხადა დოლიძემ ტვ “იმედის” ეთერში გადაცემა “ნოესთან”.