დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია რეგიონებშიც იწყება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ინფორმაციით,. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავშიც აიცრებიან.

ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.

ბოლო მონაცემებით,  ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share