„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

დღეს, 8 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა. ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.

ძალინ დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“. მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტში შესვლის მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.  როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი ამნისტიის პუნქტს არ ეთანხმებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share