„ჩემი და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სახელით დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის , – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, 7 ივნისს, სახალხო დამცველის ოფისის წინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ.
შეგახსენებთ: აქცია ნინოწმინდის ბავშთა სახლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაგრძელებას წარმოადგენდა. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ მეუფე სპირიდონს, რომლის მოთხოვნითაც სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებენ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორმაგად ახარებს ის ფაქტი, რომ მის მიმართ გამოხატული საზოგადოების მხარდაჭერა უკავშირდება საქართველოში კონსტიტუციური ინსტიტუტების არსებობის სურვილს.
„ჩემი და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სახელით დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის და კეთილი სიტყვებისთვის, რაც ძალიან გვაძლიერებს და უზარმაზარ სტიმულს გვაძლევთ. ვიცი, რომ ეს მხარდაჭერა არის გამოხატულება საზოგადოების სურვილის, საქართველოში არსებობდნენ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები, რაც ორმაგად მახარებს“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გუშინ, 7 ივნისს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შეურაცხყოფდნენ ომბუდსმენის ინსტიტუტს და თვითონ სახალხო დამცველს