კალაძე: ივანიშვილმა წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარია ივანიშვილის პროექტია

თბილისის მერის, კახა კალაძეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ წერია, რომ გახარია მოღალატეა.

“ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ მოღალატეა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა, იმ მითქმა-მოთქმას, რომ თითქოს გახარიას პარტიის შექმნა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი”. – ამბობს კახა კალაძე

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნებოდა და გახარიას მიერ პარტიის და თანამდებობის დატოვება გუნდის და სახელმწიფოს ღალატია.

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: