“ენმ-ს გარეშე ამნისტიის განხილვა სწორი არაა” – ოცნებამ ამნისტიის კანონის განხილვა გადადო

ქართულმა ოცნებამ 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვა გადადო ნაციონალური მოძრაობის არყოფნის გამო. ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მნიდარაძის თქმით, უმჯობესია, რომ ამნისტიის განხილვას ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგებლები.

“ჩვენ დღეს მნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე, მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ. მანამდე, გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი გარკვეულ დეტალებზე, იქნებ შევთანხმებულიყავით, თუმცა ეს შეთანხმება სამწუხაროდ, ვერ შედგა. ჩვენ, ჩვენი მყარი პოზიცია და არგუმენტები გვაქვს ამაზე.

მაგრამ არგუმენტს, რომ თავი დავანებოთ იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს ეხება ამნისტია, მათი მონაწილეების გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ, გადავდოთ დღეს ამნისტიის საკითხი”. – ამბობს მდინარაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. .

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share