ხელისუფლებიდანაც თუ დროზე გაიქცევიან, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის!-ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, როცა “ოცნების” დეპუტატებმა სხდომის გახსნიდან ათიოდე წუთში დარბაზი დატოვეს.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები პირველად მოვიდნენ პარლამენტში. მათ შენობის შესასვლელთან “ოცნების” აქტივისტებმა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. თავად უმრავლესობის დეპუტატებმა კი დილიდანვე კოლეგების მისამართით ჩვეულ სტილში ისაუბრეს.