გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, ელექტრონული შეტყობინება, რომელიც 3000 გვერდია – რას წერდა ის ვირუსზე

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, რომელსაც კარიერის მანძილზე ამერიკის 7 პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით პოპულარულარობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოიხვეჭა.

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლი­სა და პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთავარი სახე ამ პერიოდში არა­ერ­თხელ გამხდარა რო­გორც დი­დე­ბის, ასე­ვე სას­ტი­კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

ბოლო პერიოდში ფაუჩიმ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე, ენტონი ფაუჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მოიპოვეს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 3 000-გვერდია და ის 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით თარიღდება.

ელექტრონულ წერილებში ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

|რა წერია ფაუჩის იმეილებში

უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიის შესახებ:

ენტონი ფაუჩის პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ ის და მისი კოლეგები კოვიდ-19-ის უჰანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის თეორიას, პანდემიის დასაწყისშიც განიხილავდნენ.

კერძოდ, 2020 წელს ენტონი ფაუჩიმ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან წერილი მიიღო, რომელშიც  ვირუ­სის „უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შე­საძ­ლოა, იმის ინდიკატორი იყოს, რომ ვირუსი „შექმნილია“. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში წერს, რომ მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

2020 წლის აპრილში, ფაუჩიმ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია უარყო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსაზრება კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ ის  დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა და ჩინეთს უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიების გასაჯოებისაკენ მოუწოდა.

ასევე, გამოქვეყნდა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: