ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის თემის სოფელ მზიანის ცენტრში ამ წუთებში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი და ისინი სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე გადამცემი სადგურის მონტაჟს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მზიანელები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ სოფელში მორიგი გადამცემი სადგურის მონტაჟს რომელსაც კომპანია მაგთი აპირებს:
“ერთი უკვე არის და ახლა მეორე გადამცემი სადგური მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს” აცხადებენ მზიანში.