ამერიკელმა ბიჭმა 12 წლის ასაკში უკვე სკოლა და კოლეჯი დაამთავრა და 2 ბიზნესკომპანიაც აამუშავა

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მცხოვრებმა მოზარდმა სკოლა 12 წლის ასაკში დაასრულა და 2 ბიზნესიც დაიწყო. ამის შესახებ NBC წერს.

12 წლის მაიკ უიმერი ყოველთვის გამორჩეული მოსწავლე იყო. ის ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა, როდესაც მასწავლებელმა მის მშობელს უთხრა, რომ მას უკვე შეეძლო თავისი სახელის წერა და ციფრების გამრავლება.

სწავლა მაიკს არც სკოლაში გასჭირვებია, სასწავლო პროცესისგან თავისუფალ დროს მან ორი ტექნოლოგიური კომპანია შექმნა, პირველი Next Era Innovations-ი ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში.

2020 წლის დეკემბერში მან სკოლის პროგრამა დაასრულა და კოლეჯში სწავლაზე გადაერთო,  მიმდინარე თვეში კი მას უკვე ორ დამამთავრებელ ღონისძიებაში მოუწია მონაწილეობის მიღება – სკოლის და კოლეჯის.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოზარდმა უფრო მეტი ისწავლა. რადგან სკოლაში სიარულის ვალდებულება არ ჰქონდა, მან უფრო მეტი დრო დაუთმო დამატებით მეცადინეობას.

მაღალი სასწავლო და სამუშაო დატვირთვის მიუხედავად, უიმერი ნახულობს დროს ბავშვური საქმიანობებისთვისაც, მისი ოთახი მორთულია  Hot Wheels მანქანებით, იატაკზე სათამაშო რკინიგზაა და ირგვლივ კი ლეგოს ნაკრებები.

 

 

 

https://rustavi2.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: